Important Announcement
PubHTML5 Scheduled Server Maintenance on (GMT) Sunday, June 26th, 2:00 am - 8:00 am.
PubHTML5 site will be inoperative during the times indicated!

Home Explore პირველი გამოცემა

პირველი გამოცემა

Published by giga.ged, 2015-05-12 03:18:54

Description: მზისსხივების პირველი გამოცემის ელ ვერსია

Search

Read the Text Version

გამარჯობათ პატარებო ! თქვენ მოხვდით მზისსხივების გასართობ სამყაროში... მე ვარ მიკი მაუსი ეს ჩემი მეორე ნახევარი მინია, მე გახლავართ მიკის და მინის მეგობარი დონალდი, მეც მათი მეგობარი ვარ გუფი ჩემი სახელია ბუფკა ბობი ჩემი კი პატრიკი.ჩვენ გვსურს ვიმეგობროთ თქვენთან, მოგიყვეთ მრავალი სახალისო ზღაპარი, ბევრისაგანმანათლებლო ისტორია, ვისაუბროთ ყველაფერზე,რაც უფრო დაგვაახლოებს დადაგვამეგობრებს

ჩემო რჩეულებო მე მოგიყვებით საკმაოდ ცნობილ ზღაპარს რომელიც გახლავთ გერმანული ზღაპარი, დაწერეს ძმებმა გრიმებმა 1812 წელს.... მგონი მეც ვგავარ ფიფქის, ააა? რას იტყვით??? ფიფქია და შვიდი ჯუჯაიყო და არა იყო რა. ერთ შორეულ სამეფოში ერთ ზამთარს დედოფალიგიშრის ჩარჩოიან სარკმელთან იჯდა, კერავდა, თან უყურებდა, რა ლამაზადცვიოდა ციდან მსხვილი, ფუმფულა, ქათქათა ფიფქები. უნებურად თითშინემსი იჩხვლიტა. სისხლის სამი წვეთი თოვლს დაეცა და ისე აელვარდა რომდედოფალმა ინატრა, - ნეტავი გოგონა გამიჩნდებოდეს ამ თოვლივით თეთრი,ამ სისხლივით ლოყაწითელი და ამ გიშერივით შავთმიანიო. არ გასულიდიდი ხანი, რომ დედოფალს გოგონა შეეძინა - თეთრყირმიზი და შავთვალ-წარბა. გოგონას ფიფქია დაარქვეს; მაგრამ სამწუხაროდ, დედოფალი შვილისდაბადებას გადაჰყვა. ერთი წლის შემდეგ მეფემ მეორე ცოლი შეირთო. ახალიდედოფალი ნამდვილი მზეთუნახავი იყო, მაგრამ გოროზი და გულიღვარძლით ჰქონდა სავსე. ვინმეზე რომ გეთქვა, ლამაზიაო, ბოღმითსკდებოდა.დედოფალს ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა.ხშირ-ხშირად იხედებოდა შიგ. ტკბებოდა თავისი სილამაზით და თან სარკესეკითხებოდა:- სარკევ, სარკევ, მითხარი.ჩემზე კარგი ვინ არი?სარკე პასუხობდა: - შენზე ლამაზი არავინ დაბადებულაო და დედოფალიცნაამები იღიმებოდა. იცოდა, სარკე არასოდეს ტყუოდა.

ფიფქია კი იზრდებოდა და მშვენდებოდქა. შვიდი წლისა დედოფალსაც კისჯობდა.ერთ დღეს დედოფალმა ისევ ჰკითხა სარკეს:სარკევ, სარკევ, მკითხარი,ჩემზე კარგი ვინ არი?სარკემ მიუგო:- შენზე ყიერმიზიმხოლოდ ფიფქიაა,მასზე ლამაზი ქვეყნად არავინაა!დედოფალი შურით გულზე გასკდა. თვალს ოჰკრავდა თუ არა გერს,სიძულვილი ახრჩობდა. დღედაღამ მის თავიდან მოცილებაზე ფიქრობდა.

ერთ მშვენიერ დღეს მოიხმო ერთგული მსახური და უბრძანა:- წაიყვანე ფიფქია უღრან ტყეში, მოკალი და დასტურად მისი გულ-ღვიძლიმომიტანეო.მსახურმა წაიყვანა გოგონა ტყეში, ამოიღო დანა და ის იყო, ყელი უნდაგამოეჭრა, რომ დიდქია ტირილით შეეხვეწა:- ოღონდ ნუ მომკლავ და თვალით არასოდეს დაგენახვებითო.შეებრალა მსახურს გოგონა და უთხრა:- კარი, არ მოგკლავმ, პღონდ აქედან უნდა გადაიკარგოო.ამ დროს ბუჩქებიდან ირემი გამოვარდა. მსახურმა ესროლა მშვილდ-ისარი,მოკლა, გულ-ღვიძლი ამოუღო და მიუტანა დედოფალს. გაიხარადედინაცვალმა და მზარეულს უბრძანა, ახლავე შემიბრაწეო. ეგონა, გერისგულ-ღვიძლი იყო.დარჩა საბრალო ფიფქია მარტოდმარტო უსიერ ტყეში, შიშით კბილს კბილზეაცემინებს, აქეთ-იქეთ იყურება, აღარ იცის, რა ქნას. ადგა და გაიქცა. მირბისთავქუდმოგლეჯილი, მიარღვევს უკალ ბუჩქნარს, ირგვლივ მხეცებიდარძრწიან, მაგრამ ფიფქიას არავინ ეკარეგბა. დიდხანს ირბინა და ბოლოსარაქათგამოცლილმა კორდზე ამოყო თავი. ამასობაში დაბინდდა კიდეც. უცებპაწია ქოხი დაინახა და გახარებული შიგნით შევიდა. ქოხი დაწკრიალებულ-დაკრიალებული იყო, შიგ ყველაფერი კოპწია და კოხტა ელაგა. შუა ოთახში,თეთრ სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე შვიდი პატარა თეფში, კოვზი, დანა-ჩანგალი და ჭიქა ეწყო. კედლის გასწვრივ შვიდი პატარა, ქათქათა საწოლი იყოჩამწკრივებული.ფიფქიას შიოდა. ჩამოუარა თეფშებს, თითო ულუფიდან თითო ლუკმაამოიღო და ერთი ყლუპი ღვინო დალია. ტყეში ნახეტიალებს და ნარბენსძილი მოერია. პირველ სწოლში ჩაწვა - აპატარავა, მოსინჯა მეორე, მესამე...მხოლოდ მეშვიდე საწოლი გამოდგა შესაფერისი. დაწვა და ფშვინვაცამოუშვა.თურმე ეს ქოხი შვიდი ჯუჯასი იყო. ჯუჯები მთასი მადანს თხრიდნენ.ჩამობინდდა და შინაც დაბრუნდნენ.აანთეს პაწია ლამპები და ნახეს, რომ რომ ქოხში ვიღაც ყოფილა.- ვინ იჯდა ჩემს სკამზე? - იკითხა პირველმა ჯუჯამ.- შენ შეჭამა ჩემი კერძი? - გაუკვირდა მეორეს.- ვინ მოტეხა ჩემ პურს? - განცვიფრდა მესამე.- სინ შესანსლა ჩემი სალათი? - შეჰყვირა მეოთხემ.

- ვინ იხმარა ჩემ ჩანგალი? - მხრები აიჩეჩა მეხუთემ.- ვინ ახლო ხელი ჩემ დანას? - გაცხარდა მეექვსე.- ვინ დალია ჩემი ღვინო? - თვალები გაუფართოვდა მეშვიდეს. პირველმაჯუჯამ მოათვალიერა ქოხი და ნახა, რომ მის საწოლზე ვიღავას ეკოტრიალადა იკითხა:- ვინ იწვა ჩემს საქწოლზე?სხვებმაც მიმოიხედეს და განცვიფრდნენ:- ჩვენს საწოლებზეც წოლილა ვიღაცო.მეშვიდე ჯუმამ დახედა თავის საწოლს, წევს გოგონა და ტკბილად ძინავს.დაუძახა დანარჩენებს. ჯუჯებმა მოირბინეს, მოიტანეს ციცქნა ლამპები დაფიფქიას დაანათეს.- რა ლამაზი გოგონაა, - მოეწონათ.ისე გაეხარდათ მისი ნახვა, რომ არც კი გააღვიძეს. მეშვიდე ჯუჯას თითოსაათი ეძინა დანარჩენი ჯუჯების საწოლებში. ამასობაში გათენდა კიდეც.გაეღვიძა ფიფქიას. დაინახა შვიდი ჯუჯა და შეშინდა. მაგრამ მათალერსიანად ჰკითხე:- რა გქვია?- ფიფქია? - მიუგო გოგონამ.- ჩვენს ქოხში როგორ გაჩნდი? - ისევ ჰკითხეს.გოგონამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო ჯუჯებს.- თუ გინდა, ჩვენთან დარჩი. სახლს დაგვილაგებ, დაგვირეცხავ, სადილსმოგვიმზადებ და ჩვენც არაფერს მოგაკლებთო, - უთხრეს ჯუჯებმა.ფიფქია სიხარულით დათანხმდა.ჯუჯები დილით მთაში სამუშაოდ მიდიოდნენ და საღამოსღაბრუნდებოდნენ. ფიფქია მათ ვახშამს ახვედრებდა. გოგონა მარტო რჩებოდაშინ და ჯუჯები არიგებდნენ:

- უფთხილდი შენს დედინაცვალს. მალე გაიგებს შენს ადგილსამყოფელს.ამიტომ შინ არავინ შემოუშვა.დედინაცვალს კი, რახან ფიფქია მოიშორა, თავი მთელ ქვეყანაზე ულმაზესიეგონა. მივიდა სარკესთან და ჰკითხა:- სარკევ, სარკევ, მითხარი,ჩემზე კარგი ვინ არი?სარკემ მიუგო:- ახლა კი ხარ მშვენიერი,მაგრამ მალე გაჯობებსფიფქია-ფიფქისფერი,მეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს.დედოფალი ბრაზით აცახცახდა - სარკე ხომ არასდეს ტყუოდა! მიხვდა,მსახურს არ მოუკლავს ფიფქია და იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ მოეშორებინათავიდან საძულველი გერი. ბოლოს, მოიფიქრა: რომ ვერ ეცნოთ, სახემოიხატა, ვაჭარი დედაბრის კაბა ჩაიცვა, შვიდი მთა გადაიარა და შვიდიჯუჯის კარს მიუკაკუნა:- კარი გამიღეთ, ძვირფასი სავაჭრო მოგართვითო. სარკმლიდან ფიფქიამგამოიხედა და ჰკითხა:- გამარჯობა, ბებო, რას ჰყიდიო?- ძალიან ძვირფას საქონელს ვყიდი, - მიუგო დედაბერმა და აბგიდან ნაირ-ნაირი აბრეშუმის თასმები ამოალაგა.\"ამის შინ შემოშვება შეიძლებაო\", - გაიფიქრა ფიფქიამ, კარი გაუღო დაწითელი თასმა გამოართვა. ძალიან გიხდება, - უთხრა დედაბერმა, - მოდი, კაბაზე მე შეგიკრავო.ფიფქია წინ დაუდგა დედაბერს მან კი ისე მაგრად მოუჭირა ახალი თასმები,რომ გოგონა გაიგუდა და უსულოდ დაეცა.

- კიდევ მაჯობებ სილამაზით? - ჩაიხითხითა დედოფალმა დათვალისდახამხამებაში გაქრა.საღამოს შინ დაბრუნებულ ჯუჯებს ფიფქია გულწასული დახვდათ.შეწუხდნენ, აიყვანეს დს რას ხედავენ - თასმებით არ არის გაკოჭილი?გაუჭრეს თუ არა თასმა, ფიფქიამ მაშინვე ამოისუნთქა.როცა ჯუჯებმა ფიფქიას ნამბობი მოისმინეს, უთხრეს:- ის ვაჭარი დედაბერი შენი დედინაცვალი იყო. დაიმახსოვრე, ჩვენსარყოფნაში შინ არავინ შემოუშვაო.ბოროტი დედინაცვალი შინ დაბრუნებისთანავე სარკესთან მივიდა და ჰკითხა:

- სარკევ, სარკევ, მითხარი,ჩემზე კარგი ვინ არი?სარკემ ისევ მიუგო:- ახლა კი ხარ მშვენიერი.მაგრამ მალე გაჯობებს,ფიფქია - ფიფქისფერიმეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს.ამის გაგონებაზე დედოფალი განრისხდა. მიხვდა, ფიფქია ისევ ცოცხალი იყო.\"მე შენ გიჩვენებ სეირს... ისეთ რამეს გაგიკეთებ, ცოცხალი ვერ გადამირჩებიო,- გაიფიქრა. ადგა, ლამაზი სავარცხელი შხამში ამოავლო, სხვანაირად მოირთოდა გაუდგა გზას. შვიდი მთა გადაიარა და შვიდი ჯუჯის კარს მიუკაკუნა:- იყიდეთ ნაირ-ნაირი საქონელიო.ფიფქიამ ფანჯრიდან გამოხედა და უთხრა:- არაფრის ყიდვას არ ვაპირებ და ვერც შინ შემოგიშვებო.დედაბერი არ მოეშვა.- აბა, ერთი ნახე, რა ლამაზია, რა კარგად ვარცხნისო, და მოწამლულისავარცხელი გაუწოდა. საბრალო ფიფქია ვერაფერს მიხვდა. დედაბერმაროგორც კი თმაზე შეახო სავარცხელი, გოგონა უსულოდ დაეცა.- დადგა შენი არსასრულიც, მზეთუნახავო, - ჩაიქირქილა დედინაცვალმა დაგაიქცა.საბედნიეროდ, საღამოპირი იყო, ჯუჯები მალე დაბრუნდნენ შინ. ხედავენ -ფიფქია გაუნძრევლად წევს იატაკზე. მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს დედინაცვლის

ოინი იყო. ფიფქიას თმიდან ამოაძვრეს მოწამლული სავარცხელი და მანმაშინვე გაახილა თვალი. ყველაფერი დაწვრილებით უამბო ჯუჯებს. მათაცკიდევ ერთხელ გააფრთხილეს, - კარი არავის გაუღოო...დედოფალი კი, შინ დაბრუნდა თუ არა, მაშინვე სარკის წინ გაჩნდა:- სარკევ, სარკევ, მითხარი,ჩემზე კარგი ვინ არი?სარკემ მიუგო:- ახლა კი ხარ მშვენიერი,მაგრამ მელე გაჯობებს,ფიფქია - ფიფქისფერიმეგობრად რომ ჰყავთ ჯუჯებს.ამის გაგონებაზე დედინაცვალმა ცოფი ჰყარა და იყვირა:- რომ მოვკვდე, ფიფქიას მაინც არ ვაცოცხლებო. დედოფალი ჩაიკეტასაიდუმლო ოთახში, მოამზადა საშინელი ??? და მოწამლა ვაშლი. ვაშლს რომშეხედავდი, ისეთი ლამაზი და გემრიელი ჩანდა, პირს ნერწყვი მოგადგებოდა,მაგრამ ერთი ლუკმა საკმარისი იყო, რომ სიცოცხლეს გამოსალმებოდი.ბოროტმა დედინაცვალმა გლეხი ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა, დაჰკრა ფეხი,გადაიარა, შვიდი მთა და შვიდი ჯუჯის კარს მიუკაკუნა. ფიფქიამ ფანჯრიდანგამოყო თავი:- შვიდმა ჯუჯამ ამოკრძალა შინ უცხოს შემოშვებაო.- მართალია, კარგად იქცევიო, - მიუგო გლეხის ქალმა, - ნახე, რა ლამაზივაშლები მაქვს, თუ გინდა, ერთს მოგცემო.- არა, არც რამის აღება შეიძლიაო, - თავი გაიქნია ფიფქიამ.- მოწამვლისა ხომ არ გეშინია? - გაეცინა დედაბერს, - ამ ვაშლს შუაზე გავჭრი,ლოყაწითელს შენ მოგართმევ, თეთრს თვითონ გეახლებიო.ვაშლის წითელი მხარე კი მოწამლული იყო. ფიფქიას ძალიან მოუნდადაბრაწული ვაშლი, თან ნახა, რა გემრიელად ახრამუნებდა გლეხის ქალი, ვერმოითმინა, სარკმლიდან ხელი გამოჰყო და დედაბერის მიწოდებული ვაშლიგამოართვა. როგორც კი პიტი დააკარა, მაშინვე უსულოდ დაეცა. ბოროტმადედინაცვალმა დახედა ძირს გაშოტილ ფიფქიას და ღვარძლიანადგადაიხითხითა:

- თეთრყირმიზო, თმაგიშერავ,დადგა შენი აღსასრული.ვერ გიშველიან ჯუჯები, -ისე ამოგხადე სული!დაბრუნდა შინ და სარკეს ჰკითხა:- სარკევ, სარკევ, მითხარი,ჩემზე კარგი ვინ არი?სარკემ უპასუხა:- შენზე მშვენიერი არავინ არისო.დამშვიდდა და გამხიარულდა ბოროტი და შურიანი დედინაცვალი.შინ დაბრუნებულ ჯუჯებს ფიფქია უსულოდ გაშოტილი დახვდათ. რა არიღონეს - თასმებიც შეუხსნეს, თმაც დავარცხეს, წყალიც აპკურეს, ღვინოც,მაგრამ არაფერმა უშველა - საბრალო გოგონა გაშეშებული იწვა. რაღასიზამდნენ. შემოუსხდნენ ირგვლივ და დაიწყეს ტირილი. სამი დღე ცხარეცრემლით დასტიროდნენ. მერე დასაფლავება გადაწყვიტეს, მაგრამ ვერგაიმეტეს - ფუიფქია ცოცხალივით ფითქინა და ლოყაწითელი იყო. ასეთიმშვენიერება მიწაში როგორ ჩავაწვინოთო, თქვეს. გააკეთეს ბროლის კუბო,ჩაასვენეს შიგ ფიფქია, რომ ყოველდღე ეყურებინათ მისთვის, ოქროს ასოებითდააწესეს ფიცარზე - \"მეფის ასული ფიფქია\", დაადეს გულზე, აიტანეს კუბომთის წვერზე და ყოველდღე სათითაოდ დარაჯობდნენ. ფრინველებიც კიგლოვობდნენ ფიფქიას. ჯერ ბუებმა დაიტირეს, მერე ყვავებმა, შემდეგქედნებმა...დიდხანს, ძალიან დიდხანს იწვა კუბოში ფიფქია. გეგონებოდა, ძინავსო -თოვლივით თეთრი, სისხლივით ლოყაწითელი და გიშერივით შავთმიანი.ერთ მშვენიერ დღეს ტყეში უფლისწული ნადირობდა. შემოაღამდა დაჯუჯებს მადგა თამის გასათევად. ნახა მთაზე კუბო, - კუბოში ულამაზესიფიფქია იწვა, წაიკითხა ოქროს ასოებიანი წარწერა და ჯუჯებს სთხოვა:- ოღონდ ეს კუბო მომეცით და რაც გამაჩნია, ყველაფერს მოგართმევო.- ფიფქიას მთელი ქვეყნის ოქროზე არ გავცვლითო, - იუარეს ჯუჯებმა.- მაშინ მაჩუქეთ, - შეეხვეწა უფლისწილი, - ფიფქიას გარეშე სიცოცხლე არშემიძლია, ისე მოვეპყრობი, როგორც გულით საყვარელსპ.შეებრალათ ჯუჯებს უფლისწული და აჩუქეს კუბო. უფლისწილმამხლებლებს უბრძანა, კუბო მხრებზე შეეხგათ და ისე წაეღოთ. მხლებლებიუნებურად ერთმანეთს მიეჯახდნენ, კუბო შეჯანჯღარდა, ფიფქიას პირიდან

ოწამლული ვეშლის ლუკმა წამოვარდა, თვალი გაახილა, კუბოს სახურავიგადასწია და იკითხა:- სადა ვარ და რა მჭირსო- ჩემთან ხარ, - გაუხარდა უფლისწულს და ყველაფერი უამბო, რაც შეემთხვა.შემდეგ უთხრა: - ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ, წავიდეთ, მამაჩემსვეახლოთ, შენ ჩემი ცოლი უნდა გახდეო. ფიფქია დათანხმდა. ეახლნენ მეფეს.მეფემ დალოცა ორივენი და დიდი ქორწილიცგადაუხადა.ცხადია ქორწილში შვიდი ჯუჯაც მიიწვიეს.ქორწილში ბოროტი დედინაცვალიც იყო დაპატიჟებული - ის ხომ მეზობელისახელმწიფოს დედოფალი იყო! მორთულ-მოკაზმული დადგა სარკის წინ დაჰკითხა:

- სარკევ, სარკევ, მითხარი,ჩემზე კარგი ვინ არი?სარკემ მიუგო:- შენ აქ კი ხარ მშვენიერი,მაგრამ ნორჩი დედოფალისოლამაზით და იერითმართლაც ქვეყნის არის თვალი!ო, როგორ გაბრაზდა დედოფალი, სულ შემოიგლიჯა ტანსაცმელი. ჯერიფიქრა, ქორწილშუი არ წავალო, მაგრამ ძაოიან მოუნდა მეტოქის ნახვა.როგორც კი სასახლეში ფეხი შედგა და პაარძალს შეხედა, ფიფქია იცნო. შიშითადგილს მიეყინა, მალე წინ გახურებული რკინის ფეხსაცმელები დაუწყვეს დაუბრძანეს, - ჩაიცვი და იცეკვე მანამ, სანამ სული არ ამოგხდებაო...რას იზამდა ბოროტი დედოფალი... მალე მან თქვენი ჭირი წაიღო.ფიფქია, უფლისწული და შვიდი ჯუჯა კი ბედნიერად ცხოვრობდნენ...მოგეწონათ ზღაპარი ? ...

ჩემო თვალხატულებო აბა ვინ იცის ლამაზად გაფერადება? დაგჭირდებათრამოდენიმე ფერადი ფანქარი ან ფლომასტერი :აბა ვინ გააფერადებს ყველაზე ლამაზად ჩემს სურათს ?

მოოოიცააა მოოოიცააა, მიკი რა ღორმუცელა ხარ ! მეც მინდა საყვარელმაპატარებმა ჩემი უსიმპატიურესი ფოტო გააფერადოოოონ.. !!!!

აააბააა ეხლა ლამაზებო ჩემი ფოტო ისეგააფერადეთ რო მიკი მაუსის ფოტოს აჯობოოოოს... ჰა! ჰა! ჰა! ...

მოიცათ ! …მოიცათ ! რა ამბავია ამდენიგაფერადება? პატარებო მე თქვენ შეგასწავლითსაუკეთესო ლექსებს, აბა დავიწყოოოთ!...

ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი,უკვე ვიცი დათვლა,თუკი ასე ვისწავლი,მე სკოლაში წავალ.ერთი ცხენი ბალახს ძოვს,მიემატა ერთიც,აბა, გამოიცანი რამდენია? - ორი.ორი ცელქი მელია ელოდება დაიკოს,როცა ისიც მოვა, გახდებიან? - სამი.აგერ სამი ფისოა, ფანჯარაში - ერთი,სულ რამდენი გამოვიდა? რამდენი და - ოთხი.ოთხი ლეკვი თამაშობს, მიემატა ერთი.აბა, ჩქარა დაითვალე რამდენია? - ხუთი.სამი ცელქი მელია მზეზე წევს და თბებიან,ორი - წყალში ჩავიდა, ერთს კი ჩასძინებია.ოთხი ფისო თამაშობს, ერთს მოსწყურდა წყალი,თუკი ერთი წავიდა, დარჩებოდა - სამი.ხუთი ლეკვი რომ ჰყეფდა, რატომ არის - ოთხი.იმიტომ, რომ ყეფისგან დაიღალა ერთი.ორი ცხენი ბალახს ძოვს, შინ წავიდა ერთი.აბა, გამოიცანი, დარჩა მხოლოდ - ერთი.ჩემს საკუთარ თითებზე შევისწავლე დათვლა,ერთი, ორი, სამი, ოთხი, მივუმატოთ ახლა.

მწყემსი ბიჭიმზე გამოჩნდა, ცამ ღრუბლებიცხრა მთას იქით გადაჰყარა,ზურმუხტისფერ საძოვარზემილივლივებს თეთრუ ფარა.მწყემსი ბიჭი უსასრულო,ლაჟვბარდისფერ ზეცას უმზერსდა სამშობლოს საგალობელსარაკრაკებს სალამურზე.უმღერს ლაღად მამულ-დედულს,იალაღებს, ნაკადულებსდა სიყვარულს გულისგულშიქართველურად აქართულებს:- ჩემო ზეცავ, ველ-მინდვრებო,მთებო დარდით დაღარულო,პატარა ვარ, როგორ გაგწვდე,როგორ მოგესიყვარულო.ცა იცინის, მზეც იცინის,კისკისებენ ყვავილები,საქართველოს სიყვარულითარასოდეს დავიღლები.

ლექსი დედაზეროს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -ვინ გიმღეროდა?!- მშობელი დედა.ეზოში როცა იტკენდი რამეს, -ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!შენი გულისთვის უძილო ღამესვინ ათენებდა?!- მშობელი დედა.ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრითვინ ვერ ისვენებს?!- მშობელი დედაამ ქვეყანაზე შენი სიკარგევის უხარია ყველაზე მეტად?!ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -ვინ იამაყებს?!- მშობელი დედა

დათუნია დრუნჩა დათუნიას ერგო ერთი ქილა ერბო. მიდიოდა გზაზე, ღიღინებდა ასე: - დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინდ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა! უცებ შეხვდა ვირთხა - არ უცდია დიდხანს,თქვა: - დაიდებ ცოდვასო, თუ არ მაჭმევთ ცოტასო! რას იზამდა დრუნჩა, მისცა ერთი მუჭა.

მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე: - დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინდ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა! წინ დაუხვდა ზღარბი, მშიერი და ხარბი, თქვა: - დაიდებ ცოდვასო, თუ არ მაჭმევთ ცოტასო! რას იზამდა დრუნჩა, მისცა ორი მუჭა. მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე: - დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინდ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა! გადმოუდგა მელია, გაუწვდინა ყელია, თქვა: - დაიდებ ცოდვასო, თუ არ მაჭმევთ ცოტასო! რას იზამდა დრუნჩა, მისცა ორი მუჭა.მერე ისევ გზაზე ღიღინებდა ასე- დათუნია დრუნჩასა ერბო მერგო ქარვისა, რა გინდ ბევრი მეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა! ბოლოს შეხვდა კოდალა, დათვს კი არა ჰქონდა რა!

ვისაც ბებიკო უყვარს ასწიოს ხელიიი...ეს ლექსი ისწავლეთ და ნახეთ როგორ გაეხარდეს საყვარელ ბებუნასნუღარ დამიბერდებიმე რომ მიყვარს მოფერებაშენი თეთრი თმებია.ნუღარ დამიბერდები,ჩემო ტკბილო ბებია.მოფუსფუსე ხელებიმუდამ მენანებიან.მუშაობით ნუ დაღლი,ჩემო ტკბილო ბებია.მეტი საქმე მოგვეციშენს საყვარელ პატარებს.თორემ, ჩემო კეთილო,ცივ ნიავს არ გვაკარებ.ჩვენ რომ გვიყვარს მოფერებაშენი თეთრი თმებია.ნუღარ დაგვიბერდები,ჩვენო ტკბილო ბებია

ბებიკო კურდღლის სათვალე ერთხელ, პატარა ბაჭიებმა ბებიკო კურდღელს სათვალე დაუმალეს. ჩამოსხდნენ იქვე, შორიახლოს და დაიწყეს ხითხითი. - ჰი-ჰი-ჰი... ნახეთ, ნახეთ, რა სასაცილოდ დადის უსათვალოდ! ეტყობა, ვერაფერს ხედავს! ჰი-ჰი- ჰი! ნახეთ, ნახეთ, ხალიჩასროგორ წამოედო! კინაღამ წაიქცა!ბებიკო კურდღელმა რამდენჯერმე ჰკითხა ბაჭიებს:- საყვარელო შვილიშვილებო, ჩემი სათვალე ხომ არსად გინახავთ? ძალიანმიჭირს უსათვალობა. ტელევიზორსაც კი ვერ ვუყურებ ამ საღამოს!- არა, არა, არ გვინახავს, - შეწუხებული სახეებით პასუხობდნენ ბაჭიებიბებიკო კურდღელს და თან ჩუმ-ჩუმად ეშმაკურად ხითხითებდნენ.ბებიკო კურდღელი მოხუცი და ბრძენი კურდღელი იყო. მერე რა, რომ კარგადვერხედავდა. სამაგიეროდ, ბრძენი იყო. იმდენი რამ იცოდა, - მე, შენ და შენმამეგობრებმა ერთად რომ არ ვიცით!ჰოდა, საღამო ხანს, ბებიკო კურდღელმა დაიჩივლა:- ეჰ! აფსუს, სათვალე რომ დავკარგე?! სოკოს ღვეზელები მინდოდა დამეცხოჩემი ნაცარა შვილიშვილებისთის, მაგრამ აბა როგორ?! უსათვალოდ რა უნდა

დავინახო?პატარა ბაჭიებმა ყურები დაცქვიტეს.- რაო, რაო? სოკოს ღვეზელები უნდა დაგეცხოო?- სოკოს ღვეზელებიც უნდა დამეცხო და ძილის წინ ზღაპარიც უნდაწამეკითხა ზღაპრების წიგნიდან, - თქვა ბებიკო კურდღელმა, - მაგრამ რასვიზამ! უსათვალოდ ვერაფერს გავხდები!რა ექნათ ჩურჩუტ ბაჭიებს? ღვეზელიც უნდოდათ და ზღაპარიც!ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, სიმართლის თქმა გადაწყვიტეს.მივიდნენ ბებიკო კურდღელთან და თავჩაღუნულებმა უთხრეს:- საყვარელო ბებიკო კურდღელო, სათვალე ჩვენ დაგიმალეთ. გვაპატიე. მეტსაღარ ვიზამთ.საწყლებს, სირცხვილისგან გრძელი ყურები სულ წითლად უვარვარებდათ.ბებიკო კურდღელმა თქვა:- კარგად ვერ მოქცეულხართ, მაგრამ რაკი სიმართლე მითხარით და ბოდიშიცმოიხადეთ, რა გაეწყობა! ჩქარა! მომიცუნცულეთ სათვალე! ღვეზელების ცხობაუნდა დავიწყო!ბაჭიებმა სათვალე მიუცუნცულეს ბებიკო კურდღელს დაღვეზელებისცხობაშიც მიეხმარნენ. ჩაიზე მეც მიმიწვიეს. იქსოკოსღვეზელებიმივირთვი.ძალიან გემრიელი იყო!

მოიცათ ! მოიცათ ! მე სად ვიყავი როცა ამვაჟბატონების ფოტოები გააფერადეეეეთ ? მიკის და დონალდიიიის?აუ გთხოვთ, რომ ჩემი უსიმპატიურესი ფოტოც გააფერადოოოთ რააა!

ყოჩაღ ნიჭიერნო რა მაგრადგამოგდით გაფერადებაა...ეხლა მინდა თქვენწაგიკითხოთ რამოდენიმე ძააალიან საინტერესოზღაპარი, ყურადღებით ლამაზებო!ჯიუტი სპილო აფრიკაში ერთი პატარა სპილო ცხოვრობდა. ისეთი ჯიუტი იყო, ისეთი ჯიუტი, რომ ვერავინ ვერაფერში დააჯერებდა. ერთხელ მისი მშობლები სხვა სპილოებთან ერთად სასეირნოდ წასასვლელად გაემზადნენ. - შენც წამოდი, - უთხრა მამა სპილომ შვილს.- არ წამოვალ! - გაჯიუტდა პატარა სპილო.- წამოდი! - სთხოვა დედა სპილომ.- არ წამოვალ! - უპასუხა პატარა სპილომ.- წამოდი! - სთხოვეს უფროსმა ძმებმაც.- არ წამოვალ! უჩემოდ წაბრძანდით და ისეირნეთ!აღარაფერი უთქვამთ, მიატოვეს ჯიუტი სპილო და სასეირნოდ წავიდნენ.

მარტო დარჩენილი სპლიყვი გაიბუტა:- დამტოვეთ არა? დღეიდან აღარ მინდა, სპილო ვიყო!იფიქრა, იფიქრა და გადაწყვიტა, ვეფხვი გამხდარიყო. გაგორდა მიწაზე,ფეხები მაღლა აიშვირა და ვეფხვივით ღრიალი მორთო. შორიახლოსკურდღელმა გაირბინა. შეჩერდა, პატარა სპილოს შეხედა, ხომ არ გაგიჟდაო დამაშინვე მოკურცხლა. სპლიყვი ფეხზე წამოხტა.არა, არც ვეფხვობა მინდა, კურდღლობა უფრო მომწონს. - წამოიძახა მან დაყურცქვიტას გაეკიდა. დიდი ყურები ბანანის ფოთლებივით უფრიალებდა,სქელი ფეხები ერთმანეთში ეხლართებოდა, მალე ისე დაიღალა, რომყველაფერი ასტკივდა და სულის მოსათქმელად შეჩერდა, უცებ მწვანე ბაყაყსმოჰკრა თვალი.- გამარჯობა, როგორ ხარ? - ჰკითხა ბაყაყს.- ცუდად! - უპასუხა ბაყაყმა. - შვილები მდინარის ნაპირას სასეირნოდგავუშვი, მეშინია, ნიანგის ღორმუცელა შვილებმა თამაშის დროს შემთხვევითარ გადასანსლონ.- მეც მინდა თამაში, ამოვცოცდები მაგ ქვაზე და ერთად ვიხტუნაოთ.- არა, არ მინდა! - იუარა ბაყაყმა.- ვითომ რატომ არ გინდა? ჩემთან თამაშს არ კადრულობ?- შენ ისეთი დიდი და მძიმე ხარ, თანაც ჩემი შვილების დარდი მაწუხებს, რამეხტუნავება! ნახვამდის! - თქვა ბაყაყმა და ისე შორს გადახტა, რომ პატარასპილომ თვალი ძლივს მოჰკრა.- არ გინდა და კისერიც გიტეხია! - ჩაიბუზღუნა სპლიყვმა, - წავალ და შენზეუკეთეს მეგობარს მოვნახავ!

დიდხანს სიარული არ დასჭირვებია. მინდორში მაიმუნები დაინახა -დახტოდნენ და დაჭერობანას თამაშობდნენ.- აი, მეც ეს თამაში მომწონს, - თქვა პატარა სპილომ და დაუძახა, - მაიმუნებო!შეიძლება, თქვენთან ერთად ვითამაშო?- ითამაშე, ითამაშე! - ისე ხმამაღლა აჭყივლდნენ მაიმუნები, რომ სპილოგააყრუეს. მერე მიესივნენ, ერთი კუდში სწვდა, მეორე ხორთუმზე ჩამოეკიდა,მესამე ზურგზე შეახტა, ზოგი კი ყურებზე ექაჩებოდა ან მუცელზეუღიტინებდა. პატარა სპილო ცდილობდა, მაიმუნები დაეჭირა, მაგრამ ვერახერხებდა. ბოლოს ისე დაიღალა, რომ ძალა გამოელია და აყვირდა:- არა, არც თქვენთან თამაში მინდა და არც მაიმუნობა მომწონს!გაბრაზებული სპილუკა გაიქცა, მაიმუნები უკან გამოუდგნენ, დასცინოდნენ,ჭყიოდნენ და ქვებს ესროდნენ. როგორც იქნა სპილომ მაიმუნებს თავიდააღწია და გზაზე ტოტიდან ტოტზე მოფრთხიალე ჭრელ თუთიყუშს მოჰკრათვალი.- ბოლოს და ბოლოს მივხვდი, ვისაც უნდა დავემსგავსო, - გაიფიქრა სპილომდა გადაწყვიტა, ფრენა ესწავლა.- აბა აფრინდი! - უთხრა თუთიყუშმა. პატარა სპილო, თავისი ჭკუით, ახტა,მაგრამ რატომღაც ვერ აფრინდა, ძირს დაენარცხა და ფეხი იტკინა.თუთიყუშმა დამცინავადგადახედა.- რას დამცინი, ვერა ხედავ, აქ პატარა ადგილია, ხომ უნდა გავიქცე! -ჩაიბურტყუნა დარცხვენილმა სპილომ.- წამოდი, მე გიჩვენებ, საიდან შეიძლება კარგად გაფრინდე, - უთხრა

თუთიყუშმა და ხრამისკენ გაეშურა. ხრამის პირას გაჩერდა, ფრთები გაშალადა აფრინდა. პატარა სპილოც მოემზადა გასაფრენად, ხელ-ფეხი გაშალა, ახტა,ძირს კოტრიალ-კოტრიალით დაეშვა და წყალში მოადინა ტყაპანი. გაწუწულისპილო ნაპირზე ძლივს ამოფოფხდა და უცებ დედა-სპილოს მოჰკრა თვალი.დედა მდუმარედ შესცქეროდა ჯიუტ შვილს და უკმაყოფილოდ იქნევდა თავს.სპილუკას ძალიან შერცხვა. მერე თავისთვის ჩაილუღლუღა: - არავისაც არმინდა, ვგავდე. სულ სპილო ვიქნები და სასეირნოდაც თქვენთან ერთადვივლი!დედიკომ ხორთუმი სიყვარულით გადაუსვა თავზე ჯიუტ შვილს დასპილოების ბედნიერი ოჯახი სასირნოდ გაეშურა. პოლონური ზღაპარი

დათუნიას ჩექმები ერთხელ დათუნიამ ბლომად თაფლი მიირთვა, ხის ქვეშ წამოგორდა, ჩექმები გაიძრო და ტკბილად დაიძინა. როდესაც გაიღვიძა, ჩექმები ვერსად იპოვა, ვიღაცას მოეპარა. რაღას იზამდა, წამოდგა და ფეხშიშველი წაბაჯბაჯდა. დაკარგა ჩექმები და მორჩა, მათი ასავალ-დასავალიც ვერგაიგო. დიდი არაფერი, ჯღანები იყო, მაგრამ ფეხზე კარგად ჰქონდამორგებული და გული ამიტომ დაწყდა. ეჰ, აფსუს!.. კი დარდობდა დათუჩათავისი ჯღანების დაკარგვას, მაგრამ თან ხომ არ გადაჰყვებოდა. როგორც იქნაგულიდან გადაიგდო ჯავრი, რომ დახეთ, ახალი სადარდელი გაუჩნდა.ჭორები დაუყარეს და მთელ სოფელს მოსდეს: აქეთ ბებოს არაჟანი მოპარაო,იქით კეთილ ბერიკაცს ქათმები გაუწყვიტაო. არა და, დათუნიას უწინ ყველაპატივს სცემდა, ახლა კი ვინც გზაზე შემოეყარა ყველამ ზურგი აქცია. იქნებ ამცუდ საქციელს ვინმე სხვა სჩადიოდა და დათუნიას აბრალებდნენ? კი,ბატონო, მაგრამ \"ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო\", ყველგან თაფლიჭამიასჩექმების კვალი იყო, - ვაი, სირცხვილო და თავის მოჭრავ!

უგუნებოდ შეიქნა დათუნია, დადიოდა, მკერდზე თათებს იბრაგუნებდა დაიფიცებოდა:- არაფერი ვიცი, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს თუ მართალი არ ვიყო! მექურდბაცაცა არ ვარ.- მაშ ყველგან შენი ჩექმების კვალი რატომ არისო? - ბრაზობდნენდაზარალებული სოფლელები.- ჩექმების კვალიო?! ვეღარ გაიგეთ, რომ რა ხანია ჩექმები აღარ მაქვს,დამეკარგა, ვიღაცამ მომპარა, - გაიძახოდა საწყალი დრუნჩა, მაგრამ ვინუჯერებდა.- ნეტავი შენ, ბატონო დათუნია, - ანუგეშებდა ცბიერი მელია-კუდაგრძელია, -ჭორებს აჰყოლიხარ, ილაყბონ, რა გენაღვლება. ამდენი ნერვიულობისგანშეიძლება დასნეულდე. აბა შემომხედე, ჩემზე რას არ ყბედობენ, მაგრამაინუნშიც არ ვაგდებ და აკი ფერზეც კარგადა ვარ და ხორციც მემატება. მართლაც, ბოლო ხანებში მელიაისე გასუქდა და დამშვენდა, მელიას უნახავი გახდებოდით.დათუნია კი დარდისგან დღითიდღე ხდებოდა, ამას ტყის ბინადარნიცამჩნევდნენ და ეცოდებოდათ დათვი, რომელიც მთელი დღეები ბუნაგშიიჯდა დაგარეთ აღარ გამოდიოდა. ისე დასუსტდა, რომ წყლის დასალევადაც ძლივსდალასლასებდა. სოფელი კი ისევ აკლებული იყო, ვიღაც ღამღამობითქათმებს იტაცებდა, ბაჭიებს დასდევდა, წიწილებს აფრთხობდა და თანდათუნიას ჩექმების კვალს ტოვებდა.ერთ დღეს ცხოველებმა გადაწყვიტეს, ქურდი დაეჭირათ. მურიას

მოელაპარაკნენ და სოფლის განაპირას ბუჩქებში ჩაიმალნენ. როგორც კიდაღამდა, თვალი მოჰკრეს მელაკუდას, რომელიც ქურდულად მოიპარებოდა,შემდეგ სოფლისკენ მიმავალი გზის პირას ჩაცუცქდა, ტომრიდან დათუნიასჩექმები ამოიღო, ჩაიცვა და საქათმისკენ მოუსვა. პირველად მურია გამოვარდასამალავიდან, მელაკუდამ გაქცევა სცადა, მაგრამ ჩექმები დიდი ჰქონდა,სირბილში ხელს უშლიდა და შორს ვერ წავიდა. მურია ეცა, კუდში ჩაავლოპირი და დაითრია, ამ დროს სხვა ცხოველებიც მიეშველნენ და იმდენიურტყეს მელაკუდას, რომ ძვალი და რბილი გაუერთიანეს. ქურდბაცაცა მელიასიმწრისგან ისე იგრიხებოდა, რომ თავისი ფუმფულა კუდი მოძვრა და მურიასშერჩა პირში. მერე დათუჩას ჩექმებიც წაიძრო ფეხიდან და ისე მოკურცხლა,რომ მის კვალსაც ვეღარავინ მიაგნო. მას შემდეგ ნაცემ-ნაბეგვი მელა ტყეშიაღარავის უნახავს.ცხოველები ბოდიშის მოსახდელად შიმშილისა და დარდისგანდაუძლურებულ დათუნიასთან მივიდნენ, თან ხილი და კენკრა მიართვეს.გაიხარა დათუჩამ, რომ სიმართლემ თავისი გზა არ დაკარგა და თანაც თავისიჩექმები იპოვა.

ბიჭი და თევზი დიდი ხნის წინათ ტყისპირა ქოხში ცხოვრობდა ერთი ცოლ-ქმარი. მათი პატარა ვაჟიშვილი მთელ დღეს ტოლებთან თამაშში ატარებდა. საღამოობით კი მამა წერა-კითხვას ასწავლიდა. ერთხელ დედამ უთხრა ბიჭს: - მომისმინე, შვილო, ახლა უკვე დიდი ხარ და დროა, მამაშენს მიეხმაროოჯახის რჩენაში. დღეს უსადილოდ ვართ, წადი ზღვის პირას, იქნებ თევზიდაიჭიროო.ბიჭმაც აიღო ბადე და გაემართა ზღვისკენ. გადაისროლა ბადე ზღვაში დაროცა ამოსწია, ნახა, რომ შიგ ულამაზესი პატარა თევზი გაბმულიყო -ოქროსფერი, წითელი და ცისფერი გადაჰკრავდა.თევზმა სევდიანად შეხედა ბიჭს, ენა ამოიდგა და ადამიანის ხმით შეეხვეწა:- გამიშვი ზღვაში, ბიჭიკო! ამ სიკეთისთვის მე ჯადოსნურ მაკრატელს მოგცემ.რასაც კი იმით გამოჭრი, ყველაფერი ნამდვილ ნივთებად გადაიქცევაო.ბიჭს გაეცინა, მაგრამ თევზი მაინც შეეცოდა და ისევ ზღვაში გაუშვა...და უცებ მის ხელში მაკრატელი გაჩნდა! გაკვირვებით მიიხედ-მოიხედა ბიჭმა.ამ დროს ხიდან დიდი, ყვითელი ფოთოლი ჩამოვარდა, მიირბინა ბიჭმა, აიღოდა იმ ფოთლიდან პატარა სახლი გამოჭრა. ხედავს - იზრდება ეს სახლი,

მაღლა-მაღლა მიდის, ბოლოს ერთ უზარმაზარ ოქროს სასახლედ გადაიქცა,მხოლოდ გარშემო სულ სიცარიელე იყო და სასახლე ობლადგამოიყურებოდა.მაშინ ბიჭმა სხვა ფოთლებიც შეკრიბა: ზოგი ყვითელი, ზოგი წითელი, ზოგიცყავისფერი და დაიწყო მათგან ყვავილების, ბალახისა და ხეების გამოჭრა.მალე იქვე, ოქროს სასახლის გარშემო აყვავებული ბაღი გაჩნდა.გაიქცა ბიჭი შინ. ქაღალდისგან ტანსაცმელი გამოჭრა თავისთვის, დედ-მამისთვისაც და უცბად ყველანი ხავერდისა და აბრეშუმის სამოსშიგამოეწყვნენ. დაბინავდნენ ოქროს სასახლეში და მდიდრული ცხოვრებადაიწყეს.გავიდა რამდენიმე ხანი. ბიჭი დანაღვლიანდა. ბაღიდან აღარსად უშვებდნენმშობლები, ტოლ-მეგობრებთან თამაშის ნებას აღარ აძლევდნენ. ყველასჩამოსცილდა. დედა ყოველ წუთში უბრაზდებოდა: - ტანსაცმელსგაუფრთხილდი, ქვიშაში ნუ გორაობ, არ გაისვარო, ეს არ გააკეთო, ის არგააკეთოო!აღარც ტყეში უშვებდნენ მშობლები, აღარც მინდორ-ველად. ზღვაზეხომ სულ აუკრძალეს სიარული. დედამისი შიშობდა, ვაითუ იმ თევზმაჯადოსნური მაკრატელი უკანვე წაგართვასო.მობეზრდა ბიჭს ასეთი ცხოვრება. შორიდან ბავშვების სიცილი და ჟრიამულიესმოდა ხოლმე, თვითონაც უნდოდა ეთამაშა, ტყეში ფიჩხის მოსატანადწასულიყო, ან მამას მიხმარებოდა სამუშაოზე.ადგა და ერთ ღამეს ჩუმად გაიპარა თავისი ოთახიდან.

ფრთხილად გაიარა ბაღი და ზღვასთან მიირბინა. იქ კი, რაც ძალი და ღონეჰქონდა, დაიძახა:- ჩემო თევზო, ოქროსფერ-წითელ-ცისფერო! სადა ხარ? ოქროს სასახლემომბეზრდა, მიშველე, ჩემო კეთილო, დამიბრუნე ჩემი ძველი ცხოვრებაო!იმწუთასვე მოცურდა ფერადი თევზი და ბიჭს უთხრა:- აგისრულდეს ეგ თხოვნა, ჩემო პატარა მეგობარო! შენ ახლა მდიდარიც ხარდა წარჩინებულიც, მაგრამ მართალი ხარ, ქონება და სიმდიდრე თუ შრომითარ მოუპოვებია კაცს, ვერც სიხარულს მოუტანს და ვერც ბედნიერებას. მზისამოსვლისას მაკრატელი ზღვაში გადააგდე, სამჯერ დაუსტვინე და ისევ ისეთიბედნიერი იქნები, როგორც წინათ იყავიო.დილის მზემ პირველი სხივები რომ ამოანათა, ბიჭმა ზღვაში გადაისროლამაკრატელი, თან სამჯერ დაუსტვინა.როცა შინ დაბრუნდა, მათი სასახლისგან კვალიც აღარ დარჩენილიყო. ქოხისკარში კი დედამისი იდგა და, როგორც უწინ იცოდა ხოლმე, თავის ბიჭუნასმოღიმარი ელოდებოდა.

აუ რაღაც ძალიან მოგვშივდაა!! ვის გაუგია ამდენი კითხვაა?მშობლებო მოდით ჩვენი კერძების საიდუმლოს გაგანდობთ !

„ამას“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ: -გახუხული პური; -ყველი; - სოსისი;

- ცერეცო;-მწვანე სალათის ფოთოლი;- სიმინდის კაკალი ორი ცალი- ზეთისხილის ერთი კაკალი- წითელი ბულგარული (ნამცეცი)

ფისუნიას მოსამზადებლად დაგჭირდებათ: -წიწიბურა (კარაქით) -ძეხვი; გასაფორმებლად:მოხარშული კვერცხის ცილა,კიტრი და მწვანე ხახვი.

უმარტივესი საბავშვო ნამცხვრები ხაჭოთი ინგრედიენტები: 200გრ ხაჭო 200გრ კარაქი 1ც კვერცხი სოდაძმარი ფქვილი და შაქარი თვალით ცივი კარაქი ასრისეთ შაქართან და ხაჭოსთან ერთად, შემდეგ დაამატეთ ფქვილი დასწრაფად შეურიეთ.მიღებული ცომი გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 1-2 საათი. შეგიძლიათ ცომი გააკეთოთ საღამოს და გამოაცხოთ მეორე დილით. ცომს ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ვანილი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა. მზა ცომი გააბრტყელეთ 3 მმ-ის სისქეზე და გამოჭერით სასურველი ფორმები. დაალაგეთ ქაღალდდაფენი ტაფაზე და გამოაცხეთ 200 გრადუსზე10-15 წუთი. მეტი სილამაზისთვის ზემოდან ატქვეფილი კვერცხის გადასმაც შეიძლება.

„ჭიამაიების“მოსამზადებლად დაგჭირდებათ :-კარაქიანი პური;-ლორი ან თევზის წითელი ხორცი- პომიდორი-ოხრახუში;

ყველასთვის საყვარელი მამალოებიინგრედიენტები:შაქარი10 ს.კწყალი7-10 ს.კლიმონმჟავამწიკვი ან 1 ს.კ ძმარიზეთი ფორმებისთვისყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ.ნარევი უნდა გადნეს და გაყავისფერდეს და კარამელიზდეს. შეგვიძლიაშევამოწმოთ ასე: ცივ წყალში ჩავაწვეთოთ კარამელის ბურთულა, თუგამაგრდა - მზადაა.ფორმას წავუსვათ ზეთი და ჩავასხათ ცხელი სიროპი. ჩავუდოთ ჩხირები.ვაცალოთ გაციება და გამაგრება

ბავშვებო!...სიმღერის ხასიათზემოვედიიიი!!!ეხლა მსურს , მე ჩემმა პატარებმა ლამაზადვიმღეროთ!...მუსიკალური გაფორმებისათვის შეგიძლიათეწვიოთ მზისსხივების ოფიციალურ ვებ გვერდსwww.mzissxivebi.ge დავიწყოთ 1..2..3......საქათმეში შეპარულა მელაქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა,შენ მამალო გააჩუმე ენა,შენ დედალო წამომყევი ნელამისამღერი:არაოო არაოო მელა მატყუარაოოარ წამოვალ აარაოო... X2

...საქათმეში შეპარულა მელაქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა,აგიშენებთ დიდ საქათმეს ტყეშიჩავარდებით ჯერ არ ნახულ ბედშიმისამღერი : X2არაოო არაოო მელა მატყუარაოოარ წამოვალ აარაოო... X2

ჩემო პატარებო ამბობენ სიმღერის დროს სიცოცხლერამდენიმე წამით ხანგრძლივდებაო, მოდით კიდევ ავმღერდეთ :რადილა თენდება,სიმღერა მინდებაფოთოლთა შრიალი ფრინველთა ხმა...სიხარულს პირდება.მისამღერი:გული მღერის, გული ხარობს,...ბრუნავს დედამიწაუღრუბლო ცა, კრიალა ცარა გინდა სხვა ... X2ფრინავენ პეპლები,ათასფერ ფერებადთუ გაგიფრინდება დღეს ერთიხვალ ასე დაბრუნდება

მისამღერი :გული მღერის, გული ხარობს,...ბრუნავს დედამიწაუღრუბლო ცა, კრიალა ცარა გინდა სხვა ... X2რამდენს მღერით პატარებოოო? აბა მითხარით ვინ იცის ყველაზე მაგარი ხატვააა? მზად ხართ ხატვის გაკვეთილისათვის?


Like this book? You can publish your book online for free in a few minutes!
Create your own flipbook